კახეთის ღირსშესანიშნაობები


მანავი-გუმბათიანი ეკლესია XVIII ს. ეკლესია ნახევრად რიყის ქვით და ნახევრად აგურითაა ნაგები. შემორჩენილია იმ წარწერის შინაარსი, რომელიც ერთ დროს ამშვენებდა ტაძარს; იქიდან ვიგებთ, რომ ეკლესია 1794 წელს დავით  გარეჯის ლავრის იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრის ეფთვიმეს აუგია მეფე ერეკლე II-ის დასტურით. დიდი ხანი იდგა ტაძარი უმოქმედოდ და ხალხი მას პირუტყვის შესარეკ სადგომადაც კი იყენებდა.





ათეულობით ჰექტარზე  გადჭიმული გარეჯი საქართველოს უდიდეს სამონასტრო კომპლექსს წარმოადგენს: დავითის ლავრა, დოდოს რქა, ნათლისმცემელი, ბურთუბანი, უდაბნო,კ წამებული, ქოლაგირი-ლავრაში შემავალი მონასტრებია. გარეჯი სამეფო მონასტერი იყო, აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი ისტორიული პირები, აქვე შეიქმნა საგალობელი "შენ ხარ ვენახი". მონასტრის დამაარსებელია ასურელი მამა დავით გარეჯი. გარეჯი ხშირად ირბეოდა. 1616 წელს შაჰ აბასმა აქ 6000 ბერი ამოხოცა და მონასტერი გაძარცვა.





გრემი — ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. გრემის აღმოსავლეთით ციტადელში, მაღალ გორაკზე. ააგო კახთა მეფე ლევანმა 1565 წელს. მოხატვა დაუმთავრებიათ 1577 წელსლს.



ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი სხვადასხვა ნაგეობებისგან შედგება. ზოგი მათგანი IV-V საუკუნითაა დათარიღებული, ზოგიც VIII-IX საუკუნეებს განეკუთვნება. ადრინდელი ეკლესიების რიცხვშია ნეკრესის მონასტრის მცირე ეკლესია. ეს უძველესი ტაძარი წარმოადგენს სრულებით თავისებურ შენობას, როგორც ფორმით, ისე ზომით. ის ბაზილიკური ტიპისაა. მისი შუა ნავი დაახლოებით 2-ჯერ მაღალია, ვიდრე განაპირა ნაწილები და ამასთანავე მეტად ვიწრო. ერთი შეხედვით გარედან იგი კოშკს მოგვაგონებს. ტაძარი გადახურულია გაუთლელი ქვის ფილებით. ტაძრის შიდა ფართობი 12 კვ. მეტრია. შესასვლელები გვერდითა ნავებიდან აქვს. 



ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი — გვიანი შუა საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური დედათა მონასტერი კახეთში, ახლანდელ თელავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ქალაქ თელავთანახლოს, ცივგომბორის მთის კალთაზე. მონასტერი დაფუნძნდა XVI საუკუნის 50-იან წლებში, მას შემდეგ, რაც ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. ახალი მონასტერი კახეთის მეფის ლევანის და მისი მეუღლის, თინათინის მიერ დაარსდა, რომელიც მონაზვნად აღიკვეცა და ახალი შუამთის მონასტერშია დაკრძალული.


ძველი შუამთა — ქართული მართლმადიდებლური მონასტერი თელავის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ტყეში, თელავიდან 7 კმ-ზე. სამონასტრო კომპლექსში შედის: V საუკუნის ბაზილიკა, ქრისტიანული არქიტექტურის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუშისაქართველოშიVII საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია, მცხეთის ჯვრის ტიპისა, თუმცა უფრო პატარა ; VII საუკუნის მცირე გუმბათოვანი ეკლესია. გეგმით ისიც ჯვრის ტიპისაა, მაგრამ აქ უკვე აღარ არის კუთხის ოთახები და ბემები. ორივე ღერძი ტოლია. სამივე ეკლესია რიყის ქვით არის ნაგები, კუთხეებისათვის გამოყენებულია შირიმი. XVI საუკუნეში ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. მის მახლობლად კახთა მეფის ლევან II-ის (1520-1570) მეუღლემ თინათინ გურიელის ასულმა დააარსა შუამთის ახალი მონასტერი. ახალი შუამთის მთავარი ტაძარი, აგურით ნაგები ეკლესია გეგმით ჯვაროვან-გუმბათოვანია, შიგნით — მოხატული. შემონახულია ქტიტორთა პორტრეტები. ეკლესია განაახლა ერეკლე II-მ. კომპლექსში შედის სამრეკლო და სხვა ნაგებობანი.




ბოდბე

ბოდბის მონასტერს გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს სულიერ ცხოვრებაში. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ისაა, რომ აქ განისვენებს ქართველთა განმანათლებელი, მოციქულთა სწორი წმიდა ნინო. დაბა „ბოდბისი“ უფალმა ჯერ კიდევ წმიდა ნინოს სიცოცხლეში განადიდა, როგორც მისი სათნომყოფელის მომავალი განსასვენებელი. და იმ დროიდან მოყოლებული წმიდა ნინოს საფლავი მადლისა და კურნების ცხოველ წყაროდ იქცა ქართველი ერისათვის.






ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი.





იყალთო — სამონასტრო კომპლექსი თელავის ჩრდილოეთით, 7-8 კმ-ზე. დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა  გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია. ჩვენამდე მოღწეულია აქაური ხელნაწერები, რომლებიც შედარებით გვიანდელი ხანისაა და იყალთოს აკადემიის შესახებ ცნობებს არ შეიცავს.







5 comments: