კახეთის ისტორია

კახეთის,  ცალკე ტერიტორიული ერთეულის დაარსებას ქართული საისტორიო ტრადიცია ქართველთა ეთნარქის ქართლოსის ერთ-ერთ ძეს კახოსს მიაწერეს. მისი მიწა-წყალი იყო კავკასიონისა და კახეთის მთას შორის, არაგვიდან ვიდრე ტყეტბამდე. კახეთის შენებაში კახოსს მისი ძმა კუხოსი ეხმარებოდა, რომლის კუთვნილი ტერიტორიაც არაგვიდან ჰერეთამდე მიწებს მოიცავდა.
IX-X სს-ში საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში კახეთი აქტიურად იყო ჩაბმული. ამ პერიოდში გაერთიანდა კახეთ-კუხეთ-გარდაბანი, X ს-თვის კი უკვე შეიქმნა პირობა კახეთ-ჰერეთის კვლავ შეერთებისა. ერთიანი საქართველოს დროს კახეთი ძლიერი და მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ერთეული იყო.
XV ს-ში საქართველოს დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა კახეთის სამეფო. მისი პოლიტიკური და კულტურული ცენტრი ან დროისთვის ახალი აშენებული ერთ-ერთი ლამაზი ქალაქი გრემი იყო, თუმცა შაჰ-აბასის სემოსევების შემდეგ (1614-1617 წწ) ქ. გრემი განადგურდა და კახეთის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრმა კვლავ თელავში გადაინაცვლა.კახეთის სამეფოს XIX  ს-მდე არსებობდა...



კახეთი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მრავალფეროვანი მხარეა. კახეთი 8 ადმინისტრაციულო ერთეულისგან შედგება. საქართველოს  ეს უმშვენიერესი პროვინცია ენით აღუწერელი სილამაზითა და განსაკუთრებული გეოგრაფიული თავისებურებებით ხასიათდება. ვინც კახეთში ერთხელ მაინც ყოფილა, მისთვის ეს მხარე მუდამ კარგ ღვინოსთან და გულღია მასპინძლობასთან ასორცირდება, რადგან კახეთი მევენახეობა-მეღვინეობით განთქმული მხარეა. აქ მრავალი ჯიშის ვაზი ხარობს და შესაბამისად მრავალფეროვანი მაღალხარისხიანი ღვინოებიც მზადდება. კახეთში გავრცელებული ვაზის ჯიშებია: რქაწითელი, კახური მწვანე, ხიხვი, ქისი, საფერავი, კაბერნე-სოვინიონი.

No comments:

Post a Comment